„ვენდი“ საახალწლო წარმოდგენაზე პირველად არასამთავრობო ორგანიზაცია „ქვიშის საათის“ ბენეფიციარ სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს მასპინძლობს.
როგორც ”ფორტუნას” ”ვისოლ ჯგუფიდან” აცნობეს, 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდი „ვენდის“ ამერიკული რესტორანი 30 დეკემბრის ჩათვლით და 2 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღეში 2 სეანსს საახალწლო წარმოდგენებს ყველა მსურველისთვისაც გამართავს. სადღესასწაულო განწყობას ბავშვებს ანიმატორი „ვენდი“, ასევე საახალწლო გმირები – ელზა, ელფი და სანტა შეუქმნან.
მათივე ინფორმაციით, წინასაახალწლოდ „ვენდიში“ სტუმრად მოსულ ბავშვებს 2-საათიანი ჯადოსნური წარმოდგენა და განსაკუთრებული სიურპრიზები ელით. ”უამრავი თამაში და საახალწლო აქტივობა, სანტა კლაუსი უამრავი საჩუქრით, სპეციალური საახალწლო საბავშვო მენიუ 2-ჯერ მეტი „ვენდის“ მონეტით ბავშვებს დაუვიწყარ დღესასწაულს აჩუქებს. “ვენდის“ საახალწლო წვეულებების პარტნიორები არიან გამომცემლობა “პალიტრა L” და „როშენი”, – აცხადებენ ”ვისოლ ჯგუფში”.
ცნობისთვის, საახალწლო წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთების შეძენა „ვენდის“ დაბადების დღის ცენტრებში, ფილარმონიის სალაროებსა და ვებ საიტ www.TKT.ge-ზეა შესაძლებელი. ბილეთის ფასი 25 ლარია.
