ბორჯომში პოლიციელის თვითმკვლელობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
პოლიციელის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, 35 წლამდე პოლიციელმა თავი ჩამოიხრჩო.