წლის ბოლომდე რამდენიმე დღე დარჩა და დაშორების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთმა ჰოლივუდურმა წყვილმა განაცხადა – ექიმ უოტსონის როლის შემსრულებელი მარტინ ფრიმენი და მისი მეუღლე, ამანდა აბინგტონი, რომელიც ფილმშიც მისი ცოლის, მეტი უოტსონის როლს ასრულებს, ერთმანეთს დაშორდნენ.
„მე და მაანდა აღარ ვართ ერთად. ჩვენ მეგობრებად დავრჩით. მე ის ყოველთვის მეყვარება“, – განუცხადა მარტინმა ჟურნალისტებს.
წყვილმა ერთად 15 წელი გაატარა და ამ დროის მანძილზე მათ 2 შვილი, 10 წლის ჯო და 8 წლის გრეისი ჰყავთ.