LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თსუ-მ სტრატეგიული განვითარების გეგმა დაამტკიცა

116

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თსუ სტრატეგიული განვითარების გეგმა (2017-2021) დაამტკიცა. უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტზე იმუშავა სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით შეიქმნა. გეგმაზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობდნენ თსუ პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, საზოგადოების წარმომადგენლები. სტრატეგიული განვითარების გეგმის განხილვა მიმდინარეობდა საჯაროდ, მასში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პირი.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტის სრული კონსენსუსის საფუძველზე შეიქმნა უნივერსიტეტის გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი, რაც იქნება სტაბილური განვითარების და ავტონომიის გარანტი. ყველას ეცოდინება, თუ რა გზით უნდა იაროს და რა მიზანს მიაღწიოს 2017-დან 2021 წლამდე“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ ბრიფინგზე.

დოკუმენტი წარმოადგენს ოთხწლიან გეგმას. სამუშაო ჯგუფი სამი თვის განმავლობაში მუშაობდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: უნივერსიტეტის მართვა, თსუ ინფრასტრუქტურის განვითარება, სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტთა მომსახურება, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობა, საგანმანათლებლო საქმიანობა, თსუ საქმიანობის ხარისხის შეფასება, საზოგადოებასთან ურთიერთობა.

თსუ-ს სტრატეგიული განვითარების გეგმა საბოლოო სახით აკადემიურმა საბჭომ 19 დეკემბერს დაამტკიცა და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.

magti 5g