LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი პლაგიატში  დაადანაშაულეს

109
maxresdefault (1)

კანადელმა პოპ-ვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ახალი ალბომი, Changes გამოუშვა და სკანდალშიც მალევე გაეხვა.

ალბომში შესული კომპოზიციისთვის Running Over არტისტს პლაგიატში ადანაშაულებენ. ამერიკელი მუსიკოსი აშერ მონროს მტკიცებით, ჯასტინმა მისი 2019 წლის სიმღერიდან Synergy ინსტრუმენტალი მოიპარა.

მას შემდეგ, რაც მონრომ საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე ჯასტინი მელოდიის ქურდობაში დაადანაშაულა, აღნიშნული ინსტრუმენტალის მთავარმა ავტორმა Laxcity მას კომენტარებში  დაუწერა:

„ეს მელოდია შენ კი არა, მე შევქმენი, ასე რომ, ცოტა განიტვირთე“- წერს ავტორი.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მანამდე კი შეაფასეთ ორივე კომპოზიცია ??

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები