LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიტო მუსოლინის Alfa Romeo–ს ახალ სიცოცხლეს აჩუქებენ

98
alfa-romelo-newss

ინგლისურმა სალონმა Trornley Kelham–მა გადაწყვიტა, რომ უნიკალური როდსტერი Alfa Romeo 6C 1750 Super Sport, რომელიც თავის დროზე იტალიელ დიქტატორს ეკუთვნოდა, მთლიანად განაახლოს. ავტომობილის წარმომავლობა ვიდეო და ფოტო მასალის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რამეთუ არსებობს კადრები სადაც მუსოლინი სწორედ ამ მანქანის საჭესთანაა დაფიქსირებული.

როდსტერი Alfa Romeo 6C 1750 SS შასის ნომრით – 6C0312898, პირველ მფლობელს 1930 წლის 13 იანვარს ჩააბარეს. პირველი პატრონი კი სწორედ ბენიტო მუსოლინი იყო. მაშინ ავტომობილი სხვადასხვა რბოლებში ძალიან წარმატებულად ასპარეზობდა და ავტომოყვარულთა შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. უფრო მეტიც, 1929 წელს მოდელი ცნობილ Mille Miglia–ს რალის პრიზიორიც გახდა.

Alfa Romeo–ს ახალმა მფლობელმა გადაწყვიტა, რომ ისტორიულ ავტომობილს ორიგინალი ვიზუალი დაუბრუნოს. ძარა მთლიანად აღადგინოს და ტექნიკური შიგთავსიც განაახლოს. და თუ რა გამოვა ბოლოს, ამას ცოტა ხანში გავიგებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები