2016 წლის დეკემბრის მონაცემებით, ბიზნეს კატალოგ Bia.ge– ზე სულ 31 000 -ზე მეტი კომპანია ფიქსირდება, აქედან მოქმედი 22 000–მდე იურიდიული პირია.
ბიას ბიზნეს კატალოგში 2016 წელს ბაზის 90% სრულად განახლდა. აქედან ამ დროისთვის კომპანიების 83% ფუნქციონირებს. ხოლო საქმიანობა კომპანიების 17%–მა შეაჩერა.
განახლებული კომპანიების გადანაწილება ზომების მიხედვით bia.ge-ზე შემდეგნაირია:
- მცირე ზომის კომპანია ფიქსირდება 71 %
- საშუალო ზომის კომპანიების შეადგენს ბაზის 21 %–ს
- და მსხვილი ზომის კომპანიები ბაზის 8 %–ს შეადგენს
საქმიანობის კატეგორიის მიხედვით – ყველაზე მეტი კომპანია შემდეგ კატეგორიებში განახლდა:
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება – კომპანიების 26 % სწორედ აღნიშნულ დარგზე მოდის.
- კომპანიების 16 % კვების პროდუქტების დარგში განახლდა
- საოფისე და საოჯახო საქონლის დარგში კომპანიების 9 %
- მედიცინა, სილამაზედასპორტის დარგში განახლებული კომპანიების 8,5 % ფიქსირდება
- სოფლის მეურნეობის დარგში კომპანიების 6 %
ეს არის სწორედ ის დარგები სადაც კომპანიების ძირითადი ნაწილი არის დასაქმებული.
ბიას მონაცემთა ბაზაში 2016 წელს სულ მოქმედი 5000–მდე ახალი კომპანია დაემატა. დამატებული კომპანიების ზომების მიხედვით გადანაწილება bia.ge-ზე შემდეგნაირია:
- მცირე ზომის კომპანიებს შეადგენს– 91%
- საშუალო ზომის კომპანიებს შეადგენს – 8 %
- ხოლო მსხვილი ზომის კომპანიებს შეადგენს მხოლოდ 1 %
ბიას მონაცემთა ბაზაში ახალი დამატებული კომპანიების დაახლოებით 30%–ს შეადგენს სწორედ 2016 წელს დარეგისტრირებული ახალი კომპანიები
ახალრეგისტრირებული კომპანიების ზომების გადანაწილებაbia.ge-ზე შემდეგნაირია
- ახალრეგისტრირებული კომპანიებიდან მცირე კომპანიებს შედგენს 96 %
- საშუალო ზომის კომპანიები არის 3%
- ხოლო მსხვიილი ზომის კომპანები 2016 წელს რეგისტრირებულ ორგანიზაციებში არის მხოლოდ 1%
საქმიანობის კატეგორიის მიხედვით – ყველაზე მეტი კომპანია შემდეგ კატეგორიებში დაემატა:
- კვების პროდუქტების კატეგორიაში დაემატა კომპანიების – 21 %
- სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონების დარგშიც ასევე 21 %
- მედიცინა, სილამაზე და სპორტში კომპანიების 10 % დაემატა
- სოფლის მეურნეობის დარგშიც კომპანიების 10 % დაემატა
- საოფისე და საოჯახო საქონელი – აღნიშნულ კატეგორიაში კომპანიების 8 % დაემატა
- რესტორნები, ბარების კატეგორიაშიც – 8 %
- ხოლო კომპანიების 7 % ტურიზმის დარგში.