LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპის თეთრი ფერის კომბინიზონმა აღფრთოვანება გამოიწვია (ფოტო)

893
ERhaXPSVUAIKrzs (2)

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ აგრაში თაჯ-მაჰალს ეწვიენ.

ინდოეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის პირველი ლედის ჩაცმულობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

როგორც უცხოური ტაბლოიდური გამოცემები წერენ, ჯერ კიდევ თვითმფრინავის ტრაპზე გამოჩენისთანავე მოახდინა მელანია ტრამპმა გასაოცარი ეფექტი, როდესაც ის თეთრი ფერის კომბინიზონში გამოჩნდა.

მოდის ექსპერტების შეფასებით, თეთრი ფერი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის წამყვანი ფერია.

მელანია ტრამპმა თეთრი ფერის კომბინიზონს ძვირადღირებული ქსოვილით შექმნილი ქამარი შეუხამა, რომელიც ოქროს ორნამენტებითაა მორთული. ამით აშშ-ის პირველმა ლედიმ ადგილობრივ ტრადიციებს მიაგო პატივი.

დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს აგრაში საზეიმო მიღება მოუწყვეს, რის შემდეგაც თეთრი სახლის ლიდერი და მისი მეუღლე თაჯ-მაჰალში გაემართნენ, რომელიც სიყვარულის მონუმენტად არის მიჩნეული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები