გუშინ, 25 თებერვალს გურჯაანში ცეცხლსასროლი იარაღიდან საავადმყოფოს მიმართულებით ისროლეს. გავრცელებული ინფორმაციით, გასროლის შედეგად საავადმყოფოს მინა ჩაიმსხვრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ესროლეს ერთ-ერთი პაციენტის ოთახს, რომელსაც წინა დღეს თანასოფლელებთან კონფლიქტი მოუვიდა. პაციენტი მკვლელობის მუხლით არის ნასამართლევი და ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
