LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო –  მერაია ქერის შვილის საინტერესო წამოწყება

91
maxresdefault

ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, მერაია ქერის ხმაზე ლეგენდები დადის, მას უამრავი რეკორდი აქვს მოხსნილი და ყველაზე ფართო დიაპაზონის მქონე მუსიკალურ არტისტადაც არის აღიარებული.

მერაია ქერიმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა

მერაია ქერი პირველი შემსრულებელი გახდა, რომელიც Billboard Hot 100-ის ლიდერი, 4 ათწლეულის განმავლობაში პერმანენტულად ხდებოდა. სიმღერამ  ჩარტების პირველი ადგილი 90-იან, 200-იან, 2010-იან და 2020-იან წლებში დაიკავა

როგორც ჩანს, მის 8 წლის ქალიშვილს, დედის ნიჭი ერგო. სულ ცოტა ხნის წინ, მონრომ ვიდეო გადაიღო, სადაც ის მაღალ ნოტებს იღებს. კადრში  მერაიაც ჩნდება და ქალიშვილს მაღალი ნოტების აღებაში ჰყვება. აღნიშნული ვიდეო ქერიმ „ტვიტერზე“ განათავსა და დააწერა: „როდესაც შენს შვილს მაღალი ნოტების ჩელენჯის წამოწყება სურს” – და მართლაც, 8 წლის გოგონას ვიდეო ნამდვილ „ჩელენჯად“ იქცა და ინტერნეტსივრცე მოიცვა. გოგონას კომენტარებში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც მაღალი ნოტების აღებას თავადაც ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები