LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი U-23 „იუვენტუსი“ კარანტინში გაუშვეს: ისინი კორონავირუსით დაინფიცირებულ მეტოქეს ეთამაშნენ

60
2787242-57528850-2560-1440

ტურინის „იუვენტუსის“ ახალგაზრდული გუნდი სრული შემადგენლობით კარანტინში გაამგზავრეს სერია C-ში „პიანეზესთან“ მატჩის შემდეგ.

28 თებერვალს „პიანეზემ“ დაადასტურა სამი ფეხბურთელის და კლუბის ერთი თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირება. 23 თებერვალს ეს გუნდი „იუვენტუსის“ ახალგაზრდებს ეთამაშნენ და ტურინელებმაც პრევენციის სახით ფეხბურთელების იზოლირება გადაწყვიტეს.

„ვარჯიშები დროებით შეჩერებულია. ამის მიზეზი „პიანეზეს“ ფეხბურთელების COVID-19 ვირუსით დაინფიცირებაა, რომელსაც „ბიანკონერი“ 23 თებერვალს შეხვდა. აღვნიშნავთ, რომ ერთი კვირის შემდეგ „იუვენტუსის“ ფეხბურთელებს სიმპტომები არ აქვთ, ისინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან“, – ეს კლუბის განცხადებაა.

„იუვენტუსმა“ ის თამაში 1:0 მოიგო.

კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 86 ათასს გადააჭარბა, დაღუპულია 3 ათასამდე ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები