მიუხედავად იმისა, რომ 45 წლის ბრედლი კუპერი და 34 წლის ირინა შეიკი ერთმანეთს გაეყარნენ, ისინი საერთო შვილს, 2 წლის ლეას მაინც ერთად ზრდიან და მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ.
გუშინ საღამოს, ტაბლოიდებმა წყვილი ერთად, ერთობლივი ვახშმის დროს დააფიქსირეს. საქმე ისაა, რომ ბრედლიმ და ლეამ შეიკს ფოტოსტუდიაში მიაკითხეს.
ბრედლი და ლეა - „ჰოლივუდის ყველაზე მზრუნველი მამა“ ტრადიციას არ არღვევს
მამა-შვილს უკვე ტრადიციად ექცა ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობა.
ბოლოს ექს-მეუღლეები ერთად „ბაფტას“ დაჯილდოებაზე შენიშნეს. მაშინ ისინი განქორწინების შემდეგ, საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდნენ.
