საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„44 წლის მამაკაცთან დაკავშირებული ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლო შემთხვევა. მათგან აღებული იყო ნიმუშები და გადაგზავნილი შესამოწმებლად. აღებული ნიმუშებიდან 5 აღმოჩნდა დადებითი. ეს გახლავთ ერთი კლასტერი, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული შემთხვევები, ოჯახური შემთხვევები, ყველა გახლდა იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში.“, – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევაა.
გარდა ამისა, ამირან გამყრელიძის განცხადებით ლუგარის ლაბორატორიაში ამჟამად 26 ნიმუშია გამოკვლევაზე.