LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ვიზიტორი გვეწვია ჩინეთიდან თებერვალში – უკვე ცნობილია

195
NEW YORK, NY - APRIL 11: Chinese tourists take photos on Wall Street near the New York Stock Exchange, NYSE, on April 11, 2013 in New York, New York. The growing affluence and openness in China allows the Chinese to travel. New York is a popular destination for Americans and foreigners. (Photo by Melanie Stetson Freeman/The Christian Science Monitor via Getty Images)

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოში ჩინეთიდან 951 ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -59.5 %. აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება. მათივე ცნობით, იანვარი-თებერვლის პერიოდში ჩინეთიდან საქართველოში 4002 ვიზიტი შედგა, კლება -2.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ჯამურ მაჩვენებლებს, თებერვალში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 257,547 შეადგინა, რაც 9,842-ით მეტია 2019 წლის თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +4%). 2020 წლის მეორე თვეში 466,409 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -0.7%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 386,859 შეადგინა, კლება -0.6%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g