სერიალი „ამერიკული საშინელებათა ისტორია“ კიდევ ორი სეზონით გააგრძელეს. ინფორმაციას FX Networks-სა და FX Productions-ის დირექტორი ჯონ ლანდგრაფი ადასტურებს. სულ პროექტი ცხრა სეზონისგან იქნება შემდგარი.
სერიალი ეთერში 2011 წელს გამოვიდა და მისი ავტორები რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი არიან. თავისი არსებობის განმავლობაში მან „ემი“ და „ოქროს გლობუსი“ მიიღო, ასევე ამერიკული კინოხელოვნების ინსტიტუტის პრემიაც მიიღო.
ლანდგრაფის თქმით, „თითოეული ახალი თავი – კულტურული მოვლენაა“, რომელიც „ყოველი ახალი სიუჟეტური ცვლილების“, მსახიობების შემადგენლობის, სიუჟეტისა და სტილის გამო უყვართ.