„ფეისბუქ“-მომხმარებელი გიორგი ქალდანი აქვეყნებს სვანეთში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ორ ძაღლს ერთმანეთთან აჩხუბებენ. ვიდეო იმდენად მძიმე სანახავია, რომ სოცქსელში არ წყდება აღშფოთებული გამოხმაურებები.
„ფეისბუქზე“ ამ ვიდეოს აზიარებენ და აღნიშნავენ, რომ ასეთი საქციელი და ცხოველებთან ასეთი მოპყრობა არაადამიანობაა. ზოგიერთი კომენტარის ავტორი კი შსს-ს რეაგირებას სთხოვს.
გთავაზობთ ვიდეოსთან დაკავშირებულ კომენტარებს.
„რა არაადამიანობაააა!!! რითი იქებთ თავს, ძაღლებს რომ ერთმანეთს აგლეჯინებთ? ეს სპორტი მარტო დაკომპლექსებულ ადამიანს თუ იტაცებს, რომელიც საკუთარი ძალებით ასი წელი ვერაფერს ვერ მიაღწევს და ცხოველს იყენებს თავისი უსუსურობის გადასაფარად!!! არავინ რომ არ იღებს ხმას და ეს ხალხი რომ არ ისჯება ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია!!!“.
„ვინმე ამიხსნის, ეს „შეჯიბრი“ რა მიზანს ემსახურება? რაიმე „მონადირულ“ წვრთნასთან გვაქვს საქმე თუ რომელიმე პირველყოფილური ტრადიციაა, რასაც, როგორც გვჩვევია ხოლმე, რომელიმე მთის ძველ ტრადიციას მივაწერთ?! ან ამ აბორიგენებს პური და სანახაობა გამოელიათ? გავგიჟდი…“
„ორფეხა ცხოველი დავინახე, მე თან ძალიან ბევრი!!! ამაზრზენიი ხალხი!“
„კანონში უნდა შეიტანონ, როგორც დასჯადი ქმედება. ისე არაფერი შეაშინებთ ამათ. გარდა ამისა, კანონით აკრძალულია ცხოველზე ძალადობა და ისჯება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ეს საქართველოშია?“
„ფუ რა გულის ამრევები ხართ, აი, ეგრე დაგითრიონ სახით ღირსები ხართ და გაფორთხიალონ ძირს…“
„სირცხვილია, ხალხო ეს, სვანეთის სირცხვილი!!! ყოველი თქვენგანის სირცხვილია და აი, ამ ფონზე, ის ტიტველი კაციც გჯობიათ ნებისმიერ თქვენგანს“.
„გიორგი, თავის მართლებას მხოლოდ იმით შეძლებთ, გვითხრათ, „ჩემი ძაღლია და თქვენი რა საქმეაო“, მაგრამ თქვენ აზროვნებითაც და შინაგანადაც ბნელი ადამიანი ხართ! თქვენს სიბნელეს არაფერი უშველის. თქვენი ადგილი გამოქვაბულშია… სადიზმი სწორედ მაქედან მოდის და თქვენ ჯერ კიდევ იქ ჩარჩით! ვერასოდეს განვითარდებით. მოკვდებით ვირთხასავით მარტო, გაუნათლებელი, ბნელი და სადისტი!!! სადაურიც უნდა იყო, სვანი თუ მოხევე, ფაქტია – ნაგავი ხარ!“
კომენტარებს შორის ნახავთ ცოტა უცნაურ ამბებსაც, რომლებსაც ძაღლის პატრონები ჰყვებიან და არანაკლებად დასაფიქრებელია. მაგალითად, ერთ-ერთი „ფეისბუქ“-მომხმარებელი აღნიშნავს:
„მე მყავს 2,5 წლის როტვეილერი 75 კილო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ჟიგულის მარკის მანქანაზე გამოვაბი და სიჩქრეში დატოვებული მანქანა 40 მეტრზე ათრია. მე ეს არ დამინახავს. მაგრამ რომ მივედი წამოსაყვანად იქ ამ ფაქტის შემსწრე ხალხმა მითხრა, ძაღლი კი არა კამეჩი ყოფილაო. ამის მერე ერთი რამდენჯერმე მომაკითხეს (ზოგმა მისამართიც იცოდა) იმ მიზნით, რომ ძაღლი არენაზე გამეყვანა, რა თქმა უნდა, ყველა უარით გავისტუმრე, არც ერთ შემთხვევაში არ წავაჩხუბებ ჩემს ძაღლს ,გინდ მილიონი მომცენ! მარტო ფული არ წყვეტს ყველაფერს, მაგრამ სამწუხაროდ არიან ისეთებიც რომლებიც ფულის გულისთვინ არც მშობლებს დაინდობენ და არც და-ძმას!..“
კომენტარის ავტორებს შორის ისეთი ადამიანებიც არიან, ვინც ამ ტრადიციას ამართლებს და არ ფიქრობს, რომ ძაღლების ჩხუბების ორგანიზატორები უნდა დაისაჯონ:
„ახლა გაიგეთ, რომ არა მარტო სვანეთში საქართველოს ყველა კუთხეში, ძაღლების ჩხუბის ტრადიცია არსებობს და კიდევ აქტუალურია?? არც მე მომწონს ეგ ამბავი, მაგრამ ასე ცხოვრობდა ძველად ხალხი და მთაში ყოველთვის უფრო დიდ ხანს ნარჩუნდება ყველანაირი წეს-ჩვეულება… ესე იგი ესპანეთში ხარებით ადამიანების სრესვა იუ, განვითარების მაგალითი და ეგზოტიკაა და აქ ძაღლების ჩხუბი უბრალო ვანდალიზმი ხო?? მე ამ ქვეყანაში დავიბადე და გავიზარდე 3 სამოქალაქო ომის (ძალადობით აღსავსე) ქვეყანაში. და ძალიან მაინტერესებს, რეგიონებში არასდროს გასულხართ? ანდაც შსს-ს რომ მოუწოდებთ, დაიჭირეთ დროზეო, მართლა რომ დაიჭირონ ვინმე და 2 წელი იმ უბედურაბაში გაატარებინონ, თქვენ თქვენს თავს, ძაღლების ჩხუბით აღტაცებულ ხალხზე უფრო მორალურ ადამიანებად ჩათვლით???“