LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია შემოდის

95

ქართულ ავიაბაზარზე სულ მალე კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Северсталь შემოდის.

ამის შესახებ რუსული გამოცემები იტყობინებიან.

კომპანიის გადაზიდვების დირექტორის ედუარდ სოლოვიევის განცხადებით, Северсталь ახალი წლიდან ბევრ ახალ და საინტერესო მიმართულებას ამატებს, მათ შორის პირველი საქართველო იქნება.

ბათუმის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 15 თებერვლიდან დაიწყება.

როგორც “ფოტუნას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ჯერჯერობით მათთან მხოლოდ შეტყობინება შევიდა ამის შესახებ, თუმცა კომპანიას ფრენების განხორციელების ნებართვაზე მათთვის არ მიუმართავს.

Северсталь მეხუთე რუსული ავიაკომპანია იქნება ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე ქართულ ავიაბაზარზე წარმოდგენილია ოთხი რუსული ავიაკომპანია – „აეროფლოტი,” „სიბირი”, „ურალის ავიახაზები” და Pobeda.

რუსულმა ავიაკომპანიების საქართველოში შემოსვლა 2014 წლიდან დაიწყო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან საქართველოში რეგულარული ავიარეისების დაგეგმვის სურვილი 20-ზე მეტ ავიაკომპანიას ჰქონდა. ამან ქართული ავიაკომპანიების პროტესტი გამოიწვია, რადგან ისინი კონკურენციის გაწევას ვერ ახერხებენ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ 2016 წელს რუსული ავიაკომპანიების მგზავრთნაკადი შემცირდა. მათ მთლიანობაში 88 მლნ ადამიანი გადაიყვანეს. ეს 2015 წელთან შედარებით 4 მლნ–ით ნაკლებია. როგორც რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა მაქსიმ სოლოკოვმა განაცხადა, ეს ევიპტესა და თურქეთში რეისების გაუქმებამ გამოიწვია.

 

 

 

magti 5g