LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ გალერეაში დღეს ნიკო ფიროსმანის ნამუშევარი ,,სვირი’’ გამოიფინება

1062

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი ,,სვირი’’ გამოიფინება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

დამთვალიერებელს ექნება შესაძლებლობა, 39 წლის შემდეგ, პირველად იხილოს სურათი ,,სვირი’’. ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევარი მუზეუმმა 1930 წელს შეიძინა. მანამდე ,,სვირი’’ გიორგი ლეონიძის საკუთრება იყო. 1930 წლიდან დღემდე ის სულ სამჯერ – 1957, 1968, 1978 წლებში გამოიფინა. 1978 წლის შემდეგ, მძიმე დაზიანებების გამო, ნამუშევარი აღარ უნახავს ფართო საზოგადოებას.

ეროვნული მუზეუმის რესტავრატორმა ნანა მანაგაძემ სურათს ხანგრძლივი სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარა. რესტავრაციის ურთულესი პროცესის დასრულების შემდეგ ,,სვირი’’ პირველად გამოიფინება დამთვალიერებლებისთვის.

ნიკო ფიროსმანაშვილის აღნიშნულ სურათთან ერთად, მუდმივ ექსპოზიციაში ჩაერთვება ,,ნადირობა ინდოეთში’’ და ,,დათვი მთვარიან ღამეს’’.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g