LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკუპუნქტურა ჩვილებში შებერილობის პრობლემას აქრობს

175

ლუნდას უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად ცნობილი ხდება, რომ აკუპუნქტურა ჩვილებს მეტეორიზმით გამოწვეული დისკომფორტის დაძლევაში ეხმარება. აკუპუნქტურა ანუ ნემსებით მკურნალობა, სხეულის განსაზღვრულ წერტილებში ჩხვლეტით ზემოქმედებით მკურნალობას გულისხმობს. საუბარია იმ წერტილებზე, სადაც მრავალი სისხლძარღვი და ნერვული დაბოლოებაა.

აკუპუნქტურას ანუ რეფლექსოთერაპიის მეთოდს  ჩინეთში უძველესი დროიდან იყენებენ, მათ შორის ჩვილებზეც. მიიჩნეოდა, რომ სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ბავშვები ნაკლებს ტიროდნენ. უკვე დღეს შვედი მკვლევარები ამბობენ, რომ აკუპუნქტურა კარგად მოქმედებს მეტეორიზმზე, რომელიც ყველაზე მეტად ჩვილებში გვხვდება. კვლევამ აჩვენა, რომ რეფლექსოთერაპიის შემდეგ კოლიკის დიაგნოზი ფაქტობრივად გაქრა. მეცნიერები 147 ჩვილს აკვირდებოდნენ. აქედან პირველ ჯგუფს აკუპუნქტურით თერაპია სხეულის ცალკეულ ნაწილებზე ჩაუტარდა, ხოლო მეორე ნაწილს, მთლიანად. საბოლოოდ ჩვილებმა, რომლებსაც მკურნალობა გარკვეულ ზონებში ჩაუტარდათ, 49%-ით შეამცირეს ტირილი. მათ ვისაც თერაპია უფრო აქტიური მეთოდით ჩაუტარდათ, ტირილი 32% პროცენტით შეამცირეს. აქვე მეცნიერები ამბობენ, რომ აკუპუნქტურა კარგია იმ ჩვილებისთვის, ვინც დღე-ღამეში 3 საათზე მეტს ტირის. კვლევას გამოცემა www.telegraph.co.uk აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g