LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახელმწიფო შესყიდვებში სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით მეთოდური მითითებები გამოიცა

96

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვებში სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით მეთოდური მითითებები გამოსცა.უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციები ზოგიერთ შემთხვევაში გაუაზრებლად ეკიდებოდნენ სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც ზოგჯერ გაუმართლებლად იზღუდებოდა პრეტენდენტთა ტენდერებში მონაწილეობა, რიგ შემთხვევებში კი პირიქით – სტანდარტების არ მოთხოვნით ვერ ხორციელდებოდა შესყიდვის ობიექტისათვის წაყენებული მოთხოვნების სრულყოფილად ჩამოყალიბება, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახებოდა შესასყიდი ობიექტის ხარისხზე.

ზემოთ ხსენებული მითითების მიზანია, შემსყიდველი ორგანიზაციების ინფორმირება დაშესაბამისი მაგალითების გამოყენებით მათთვის სათანადო რეკომენდაციების მიცემა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით. მეთოდური მითითებებში გაანალიზებულია სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებული დადებითი და უარყოფითი მხარეები (შეცდომებისა და სწორი პრაქტიკის მითითების გზით), ასევე მოცემულია სტანდარტების აღნიშვნები, ჩამოყალიბებულია შესაბამისი სტანდარტის ძიებასთან დაკავშირებული პროცედურები.

შესყიდვების სააგენტო იმედოვნებს, რომ მეთოდური მითითებები ხელს შეუწყობს შესყიდველ ორგანიზაციებსადეკვატურად ჩამოაყალიბონ მოთხოვნები შესყიდვის ობიექტის მიმართ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება კონკურენციის უსაფუძვლო შეზღუდვის აღმოფხვრა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შედეგზე ორიენტირებული რეზულტატის მიღება.
აღნიშნული მითითებები შეგიძლიათ იხილოთ მისამართზე: www.spa.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g