LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვერდზე დგომის შესანიშნავი მაგალითი: “ინფექციურში COVID-19-ის ტესტირებისათვის სრულიად ახალი სისტემა დაგვიმონტაჟეს”

1818
89379235-2560183470918700-249558885755518976-n

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, სადაც ნათქვამია, რომ  ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში მწყობრიდან გამოსული აპარატი სრულიად ახალი სისტემით ჩაანაცვლა კომპანია „ეი ბი ემ“-ის ხელმძღვანელმა.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

დახმარების და გვერდზე დგომის შესანიშნავი მაგალითი!
როდესაც კომპანია „ეი ბი ემ“-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ალექსანდრე ხეთერელმა შეიტყო, რომ ჩვენი ცენტრის ვირუსოლოგიურ ლაბორატორიაში, მწყობრიდან გამოვიდა აპარატი, რომელზეც ხდებოდა COVID-19 ვირუსის აღმოჩენა. არათუ დაგვეხმარა მის დროულ შეკეთებაში, არამედ ნახევარ საათში მოგვიტანა და დაგვიმონტაჟა სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე რეალური დროის პჯრ სისტემა COVID-19-ის ტესტირებისათვის.

სანამ არსებობს ამ ვირუსით გამოწვეული ტესტირების გადაუდებელი საჭიროება, იმ დრომდე ეს აპარატი ჩვენს ლაბორატორიაში დარჩება.
დიდი მადლობა მას და მის პროფესიონალ ინჟინრებს, როგორც ჩვენი ცენტრისაგან – ასევე, ჩვენი პაციენტებისაგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g