იტალიურმა კომპანია Ferrari–მ სუპერქარების გამოშვება კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეაჩერა. როგორც საგენტო Bloomberg იუწყება, რთულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ ბევრი კომპანიის მუშაობაზე იქონია გავლენა. იტალიელებს სერიოზული პრობლემა გაუჩნდათ დეტალების მიღებაზე, ამიტომ Ferrari–ს გუნდმა რამდენიმე დღით შესვენება გადაწყვიტა და სუპერქარების აწყობა შეწყვიტა. ამ გზით ბრენდი თანამშრომლებსაც დაიცავს და კორონავირუსის გავრცელების შესაძლებლობას შეამცირებს.
იძულებითი შესვენების პერიოდში დასაქმებულები ხელფასს ჩვეულებრივად აიღებენ. არც ის არაა გამორიცხული, რომ კომპანიამ მუშაობის დაწყების თარიღი კიდევ გადაწიოს, ეს უკვე შექმნილ ვითარებასა და სახელმწიფო რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული.
