LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IT სპეციალისტების მომზადებას ეკონომიკის სამინისტრო დააფინანსებს

91

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით,  ტრენინგების მასშტაბური ციკლი იწყება.

ტრენინგების პროგრამის მიზანია, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კონკურენტული ადამიანური რესურსის ხელშეწყობა, რომელსაც მაღალი პოტენციალი ექნება საერთაშორისო ბაზარზე. პროექტი ეხმიანება საქართველოს  მთავრობის „სტრატეგია – 2020“-ს, რომლის ფარგლებში 2020 წლისთვის, ქვეყნის მასშტაბით 40 000 IT სპეციალისტი უნდა მომზადდეს.

ტრენინგებზე სპეციალისტები დაუეფლებიან  ვებ და მობილური აპლიკაციების საფუძვლებს. ისინი საბაზისო ცოდნას მიიღებენშემდეგი მიმართულებებით: IT პროექტის მენეჯმენტი; IT პროექტების მართვა; PYTHON პროგრამირება დაIOS პროგრამირება.

ტრენინგები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში,თბილისისა და ზუგდიდისტექნოპარკებში, ასევე რამდენიმე საჯარო სკოლაში.

ტრენინგებს უკრაინული ტრენინგ ცენტრის Skill Up -ის ტრენერების მიერ 2015- 2016 წლებში მომზადებული ტრენერები ჩაატარებენ.

უფასო ტრენინგების ციკლი შემდგომში დაეხმარება  IT კომპანიებს პროფესიონალი კადრების მოძიებაში და საბოლოოდ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყანაში მომავლის პროფესიების დამკვიდრებას.

საქართველოში მსგავსი მასშტაბის ტრენინგების ციკლი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, პირველად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 2014 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებში 186 ტრენერი მომზადდა, ხოლო მომზადებულმა ტრენერებმა,2015-2016 წლებში 1,100-მდე IT სპეციალისტს ჩაუტარეს ტრენინგები.

„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ტრენდულია საინფორმაციო ტექნოლოგიები, მათ შორის პროგრამირების მიმართულებით. ეს სპეციალობა ძალიან მოთხოვნადია როგორც  საერთაშორისო ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც. ადგილობრივი კომპანიები უკვე აქტიურად გადადიან  ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შექმნაზე, სერვისები ხდება ციფრული,  სტარტაპები კი სულ ხშირად ქმნიან IT პროდუქტს. ტრენინგებს აფინანსებს მთლიანად სააგენტო, შესაბამისად, სპეციალისტები მას ყველა მიმართულებით უფასოდ გაივლიან. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება მიიღოს საბაზისო ცოდნა, მოსინჯოს ძალები სასურველ სპეციალობაში. იმისთვის, რომ ტრენინგები ჩავატაროთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, ჩვენ მუდმივად ვატარებთ კვლევებს და ვახდენთ ახალი მიმართულებების იდენტიფიცირებას.“ -აცხადებს სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი გიორგი კინწურაშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რადგან მსგავსი მასშტაბური ტრენინგების  ციკლი  ხელს უწყობს პროფესიონალების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას,  ზრდის სფეროს მიმართ დაინტერესებას და ტექნოლოგურ ცოდნაზე დაყრდნობით ვითარდება კერძო თუ საჯარო სექტორი. ეს არის უნიკალური შანსი, ერთი მხრივ, სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის და უბრალოდ ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ ბიზნესისთვის – გაზარდონ საკუთარი ეფექტურობა და კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე.

magti 5g