თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად კალიფორნიაში, პალმ სპრინგზში გაემგზავრა დასასვენებლად.
სახლი, სადაც ობამები ისვენებენ, 1970-იან წლებშია აშენებული. მისი მფლობელი კი ჯეიმს კოსტოსია, დიპლომატი, რომელიც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ს ელჩი იყო ესპანეთში. სახლი 2015 წელს გაარემონტეს.
აქ მთელი წლის განმავლობაში თბილა, სახლის ეზოდან კი არაჩვეულებრივი ხედი იშლება.
ობამები პალმს სპრინგსს დასასვენებლად რამდენჯერმე სტუმრობდნენ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აქ სახლის შეძენასაც გეგმავდნენ. თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საცხოვრებლად ვაშინგტონში რჩებიან, რადგან უმცროსი შვილი, საშა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს.
A photo posted by Michael S Smith (@michaelsmithinc) on
A photo posted by Michael S Smith (@michaelsmithinc) on
A photo posted by Michael S Smith (@michaelsmithinc) on
A photo posted by Michael S Smith (@michaelsmithinc) on