LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცისტების იდეოლოგის, გებელსის პირადი თანაშემწე გარდაიცვალა

454

მიუნხენში ჰიტლერის მთავრობის წევრის, იოზეფ გებელსის ყოფილი პირადი თანაშემწე ბრუნჰილდა პომზელი გარდაიცვალა.  

პომზელი 106 წლის იყო. გებელსის თანაშემწედ მან 3 წელი იმუშავა, 1945 წელს კი დააპატიმრეს და ხუთი წელი გერმანიის ტერიტორიაზე მდებარე საბჭოთა ბანაკში იმყოფებოდა. მოგვიანებით, პომზელმა გერმანიის ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა.

გებელსის ყოფილმა პირადმა მდივანმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ჰოლოკოსტისა და საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ ომის დამთავრებამდე და ამბობდა, რომ არასოდეს აპატიებს გებელსს, რაც მან მსოფლიოს წინააღმდეგ ჩაიდინა.

პომზელის თქმით, გებელსი სხვებზე ურთიერთსაწინააღმდეგო შთაბეჭდილებებს ახდენდა :

„ადამიანს სამსახურში ხვდები ყოველ დღე, ის ელეგანტურია, განათლებული, კარგი მანერებით. შემდეგ კი უცებ შეშლილად იქცევა.. ძნელია წარმოიდგინო ამაზე უფრო მკვეთრი კონტრასტი“.

პომზელი ერთ-ერთი უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც პირადად იცნობდა ნაცისტური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

იოზეფ გებელსი პროპაგანდაზე იყო პასუხისმგებელი მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც ქვეყანას ადოლფ ჰიტლერი მართავდა. ნაცისტური პარტიის მთავარმა იდეოლოგმა 1945 წლის 1 მაისს საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად თავი მოიკლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g