LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალურად ეს შეიძლება არის მესამე მსოფლიო ომი, ფრონტის ხაზი კი გადის იტალიაში – ბიძინა კულუმბეგოვი

444
1584707340-ბიძინა-კულუმბეგოვი-2

რეალურად ეს არის შეიძლება მესამე მსოფლიო ომი, ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ამ მტერს. მტერი არის უხილავი. ფრონტის ხაზი გადის იტალიაში, ევროპის ქვეყნებში,- ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.

ის, რომ მასობრივი შეკრების ადგილი ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს - რევაზ ბოჭორიშვილი

ის რომ ხალხის მასობრივი შეკრების ადგილი, დახურული და ვიწრო, ეპიდემიის გავრცელების მთავარი წყაროა, ახსნას აღარ უნდა საჭიროებდეს დღეს...

საქართველოში გავრცელების ეს დინამიკა თუ გაგრძელდა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამას გაუმკლავდება. გავრცელების დინამიკის შეჩერება არის სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა და ვალდებულება. მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვთხოვ, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაწილი ზუსტად დგას კიდევ უფრო წინ, ვიდრე სახელმწიფოს ვალდებულებითი ნაწილი. აქ ჩვენ ვართ უფრო მეტად პასუხისმგებელი იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული დადასტურებული შემთხვევა 54 მდე გაიზარდა. აქედან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტი რჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g