სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში ნალექია მოსალოდნელი, უმეტესად თოვლის სახით. თბილისში თოვლჭყაპი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი იქნება.
საქართველოში ცივი ამინდი 12 თებერვლის ჩათვლით შენარჩუნდება. 12 თებერვალს დედაქალაქში სინოპტიკოსები თოვლს პროგნოზირებენ.