LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ავტოწარმოება განახლდა, თუმცა მანქანებს არავინ ყიდულობს

78
chnsautnewsssss

ჩინეთმა კორონავირუსის ინფექცია თითქმის დაამარცხა და ქვეყანაში არსებულმა საავტომობილო ბრენდებმა წარმოება 97%–ით განაახლეს. თუმცა, მიუხედავად ამ სასიხარულო სიახლისა, პანდემიამ უარყოფითი გავლენა მაინც იქონია და ბაზარზე მოთხოვნა მინიმუმამდე შეამცირა. უფრო ზუსტად კი ავტომობილებს აღარავინ ყიდულობს.

ჩინური ავტოწარმოება კორონამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა. ქარხნების 97% ამუშავდა და თანამშრომელთა 82% საქმიანობას შეუდგა. თუმცა ატოსამყარო ახალი პრობლემის წინაშე დადგა. ბაზარზე იმდენად დაბალი მოთხოვნაა, რომ წარმოება მომავალში შესაძლოა სწორედ ამის გამო შემცირდეს.

ასე რომ ავტოსამყარო ახალი გამოწვევის წინაშეა და ფინანსური ზარალის საკითხი კვლავ აქტუალურია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g