LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადელმა გრემი გატეხა და ერთი ნახევარი ბიონსეს შესთავაზა (ვიდეო)

96

პრემია „გრემის“ ტრიუმფატორი ადელი სახლში ხუთი ჯილდოთი დაბრუნდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანის აღებაზე, რომელიც ნომინაციაში „წლის ალბომი“ მიიღო, მან თითქმის უარი განაცხადა, რადგან ჩათვალა, რომ ჯილდოს მფლობელი არა თავად, არამედ ბიონსე იყო.

„ჩემთვის წლის ალბომი Lemonade იყო“, – განუცხადა მან ჟურნალ New York Time-ს.

იმისათვის, რომ დაემტკიცებინა, რას გულისხმობდა, ადელმა „გრემი“ გატეხა და ერთი ნახევარი დარბაზში მჯდარ ბიონსეს შესთავაზა. მომღერალმა არ განმარტა, რატომ გაყო ორად მან თავისი ჯილდო, თუმცა მისი თაყვანისმცემლების მხრიდან ამ ფაქტს აქტიური განხილვა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g