LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ექიმი, რომელმაც 59 წლის ქალს შვილი აჩუქა

1636

10 თებერვალს ბათუმის კლინიკაში მედინა”  59 წლის ქალბატონმა,  ნათელა ლაზიშვილმა პირველი შვილი გააჩინა. ქალბატონი და მისი მეუღლე, რომელიც ამჟამად 61 წლის არის, ქობულეთის რაიონის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ. მათ ოჯახი 33 წლის წინ შექმნეს და უშვილობის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდათ

ცნობილი ხდება, რომ ექიმი, რომლის წყალობითაც 59 წლის ქალბატონმა დაორსულება შეძლო, ექიმი რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხრიკიძეა. ამის შესახებ ექიმის ფეისბუქ–პოსტიდან გახდა ცნობილი.

„ბედნიერი დღე !!!! 2017 წლის 9 თებერვალი. ჩემი საყვარელი გიორგი ლაზიშვილი დაიბადა !!! როგორ გელოდი ჩემო სიცოცხლევ !.. , მე და შენი დედიკო და მამიკო თითოეულ დღეს , თითოეულ წუთს ვითვლიდით შენს დაბადებამდე , ასტროლოგიასაც კი მივმართეთ — ბედნიერ ვარსკვლავზე რომ დაბადებულიყავი … ყველაფერი უფლის ნებაა !!! ძალიან მიყვარხარ და სულ ასე მეყვარები — სიტყვას გაძლევ ! შენი ერთგული – მაია ექიმი . PS . დედა – ნათელა ლაზიშვილი — 59 წლის , მამა – გურამი ლაზიშვილი 61 წლის – გენეტიკური შვილი !!!!!“-  წერს მაია ბუცრიკიძე სოციალურ ქსელში.

პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუქმომხმარებლები ექიმის პროფესონალიზმსა და საქმისადმი თავდადებაზე წერენ. რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხრიკიძე  ბათუმის კლინიკაში „აივიეფცენტრი“ 2011 წლიდან მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები