LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

76 დღიანი კარანტინი დასრულდა – უხანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება

361
99

ჩინეთის ქალაქ უხანში, სადაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, 76-დღიანი კარანტინი მოიხსნა.

უხანში კარანტინი 23 იანვრიდან მოქმედებდა. ახლა, ვისაც ჯანმრთელობის აპლიკაციაში “მწვანე” კოდი აქვს, შეუძლია სახლი დატოვოს.

რეგიონის მოსახლეობას უხანიდან გამგზავრების უფლება უკვე აქვთ. გაიხსნა მაგისტრალები, აღდგა სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა.

კარანტინის მოხსნის მიუხედავად ტრანსპორტზე ზოგიერთი შეზღუდვა ისევ რჩება და სკოლებიც ჯერ არ იხსნება.

მარტში, როცა უხანში ერთი კვირის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა, ქალაქში გახსნეს სავაჭრო ცენტრები. ზოგიერთ მოქალაქეს კი ორი საათით სახლის დატოვების უფლება მისცეს.

ასევე, ძალაში რჩება ბრძანება ნიღბების ტარების, სიცხის მონიტორინგისა და სოციალური დისტანცირების შესახებ.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ქვეყანაში  გამოვლენილ კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა იმპორტირებულია.

 

კორონავირუსის დედაქალაქი: რითი იყო ცნობილი ვირუსამდე ქალაქი უხანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g