LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან მაგთიკომი IP ტელევიზიის მომხმარებლებს სიახლეებს სთავაზობს

94

20 თებერვლიდან ”მაგთიკომი” IP ტელევიზიის მომხმარებლებს ორ სიახლეს სთავაზობს:
ახალ მიმღებ მოწყობილობას (set top box) გამარტივებული ინტერფეისით და განახლებულ კონტენტს – 250-მდე რეიტინგულ არხს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, დღეიდან ”მაგთის” IP ტელევიზიის მართვის მენიუს სრულიად ახალი იერსახე მიეცა. ძიების, გადართვის, გადახვევის და დაპაუზების ფუნქციების გამოყენება გაცილებით მარტივი, მოქნილი და მოსახერხებელი გახდა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ისე გაგვემარტივებინა ინტერფეისი, რომ მომხმარებელს ზედმეტი ძალისხმევა არ დასჭირვებოდა და არც დრო დაეკარგა ახალთან შესაგუებლად. ეს მიზანი მიღწეულია. უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მიმღები მოწყობილობის ინტერფეისი 20 თებერვლიდან ახლებური იერსახით არის წარმოდგენილი. მიმღები მოწყობილობა მარტივი ვიზუალის გარდა, მოსახერხებელი ფუნქციონალითაც გამოირჩევა. გამარტივებული ნავიგაცია, გადართვის მკვეთრად გაზრდილი სიჩქარე, გადახვევის მნიშვნელოვნად გაზრდილი ვადები – ეს არასრული ჩამონათვალია იმისა, რაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გამარტივდა“, – აცხადებენ ”მაგთიკომში”.

მათივე ცნობით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა კონტენტის მხრივაც. ”მაგთიკომმა” შეარჩია როგორც ქართული, ისე უცხოური მაღალრეიტინგული კინო, სპორტული, შემეცნებითი, საინფორმაციო, საბავშვო, გასართობი თუ სხვა თემატიკის არხები. 20 თებერვლიდან მაგთის IP ტელევიზია მომხმარებლებს 51 ახალ, რეიტინგულ არხს სთავაზობს და ჯამში მათ 250-მდე არხის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„ინტერფეისის დახვეწას და არხების რაოდენობის ზრდას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ამიტომ ამ პროცესზე მუშაობა მუდმივად გრძელდება”, – განმარტეს კომპანიაში და აღნიშნეს, რომ კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ინტერნეტისა და IP ტელევიზიის ჩართვისას, ”მაგთიკომი” მომხმარებლებს უფასოდ სთავაზობს WiFi როუტერს, რაც სახლში ინტერნეტ სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, ”მაგთიკომმა” IP ტელევიზიის შეთავაზება 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო, სამომავლო გეგმები დააანონსა და დასახული მიზნების განხორციელებას შეუდგა. მთავარი პრიორიტეტი IP ტელევიზიის მომხმარებლების ინტერესების შესწავლა და მათი დაკმაყოფილება იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g