LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელმა სასტუმრო საკარანტინო ზონისათვის სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო

1135
71140191-2418392231614683-3763042451158204416-n

სასტუმროამბასადორი კაჭრეთისმფლობელმა და მმართველმა გუნდმა მთლიანი სასტუმრო, 155 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო.

სასტუმროს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა. ”დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ მფლობელს და მმართველ გუნდს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის და სასტუმროს საკარანტინო სივრცედ უსასყიდლოდ დათმობისთვის. სასტუმროს თითოეულ თანამშრომელს უსაზღვრო მადლიერება ეკუთვნის კარანტინში მყოფებზე ზრუნვისთვის, წინა ფრონტზე თავდაუზოგავად შრომისთვის და COVID-19 დამარცხებაში უდიდესი წვლილის შეტანისთვის. ყველა ადამიანი ვინც კარანტინის ზონაში მუშაობს ჩვენი ინდუსტრიის გმირია. მიხარია ,რომ ქართულმა ტურიზმის სექტორმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ კერძოსაჯარო ღირებულების და ინტერესის 100% თანხვედრაა, “-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

“ამბასადორი კაჭრეთთან“ ერთად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისთვის სრულიად უსასყიდლოდ სასტუმროები დაუთმეს: “RAKIA Georgia-ს“ მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-მა 200 ნომრით, “GMT Group-მა” სასტუმრო „Moxy Tbilisi“ 130 ნომრით, “Maqro Group” -ის მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო „IBIS Styles Tbilisi Center“ 100 ნომრით, სასტუმრო “Dreamland Oasis Chakvi”-მა 85 ნომრით,რაჭაში მდებარე სასტუმრო “კარსე” 10 ნომრით.

მარიამ ქვრივიშვილი დიდ მადლობას უხდის იმ სასტუმროების მმართველებსა და მფლობელებს, რომლებმაც განსაკუთრებული შეღავათიანი ფასით სახელმწიფოს დაუთმეს სასტუმრო ტერიტორიები, სადაც მოეწყო საკარენტინო სივრცეები. ესენია: „აჭარა ჯგუფის“ მფლობელობაში მყოფი სასტუმრო „Holiday Inn,“ სასტუმრო „Gudauri Lodge, “ სასტუმრო “Ramada Encore by Wyndham Tbilisi,“ სასტუმრო „ყვარლის ტბა,“ სასტუმრო „Cron Palace Tbilisi,“ სასტუმრო “Hilton Batumi,” სასტუმრო “Wyndham Batumi,” სასტუმრო “JRW Welmond Hotel” ბათუმში, სასტუმრო „Euphoria Batumi,“ სასტუმრო “Intourist Palace Batumi,” სასტუმრო “City Batumi’’ და სასტუმრო “Legend Business Hotel Batumi.”

ამ დროის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო სივრცეები 86 სასტუმროშია მოწყობილი, სადაც 4663 ადამიანია განთავსებული. 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი უკვე გაიარა 4321-მა მოქალაქემ. სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონებში 2466 ადამიანია დასაქმებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g