LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინა კობახიძე: “უარს ვაცხადებ, მივიღო ნებისმიერი გამკაცრებული ზომა, თუ სამართალი შერჩევით განხორცელდება…”

853
nina-kobaxidze-newsss

სადაზღვევო კომპანია “ბენეფიტსის” დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თუკი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს კანონის დაცვას ყველასთვის, მაშინ ის არ იქნება თანახმა, გაითვალისწინოს მკაცრი რეკომენდაციები.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“იმის გამო, რომ სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდა, ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეიძლება თუ არა ამ კანონის ფარგლებში, იმის გამო, რომ ეკლესია არ აღიარებს კანონის მოქმედების ძალას დღესასწაულებზე, მე, როგორც საქართველოს კანონმორჩილი მოქალაქე, ეკონომიკაში აქტიურად ჩართული ადამიანი, რამდენიმე ასეული სამუშაო ადგილის შემქნელი და პასუხისმგებელი ჩემს დასაქმებულებზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, უარს ვაცხადებ მივიღო ნებისმიერი გამკაცრებული ზომა, თუ სამართალი შერჩევით ხორციელდება ჩემზე, როგორც კანონის დამცველზე და სხვაზე, როგორც კანონის დამრღვევზე!

აღასრულეთ კანონი ყველგან, ჩვენ მეტად ვერ დავზარალდებით, ისედაც შემცირდა შემოსავლები, ხალხი რჩება უმუშევარი და თავიდან გვაქვს ბევრი რამე დასაწყები! აღარაფერს ვამბობ იმ ხარჯებზე, რომლებიც ყველამ პასუხისმგებლიანმა ბიზნესმა გავწიეთ წესების და პირობების დასაცავად, არაფერს ვამბობ იმ ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც იმყოფება ხალხი. ამიტომ ან ყველანი გარეთ ან ყველანი შიგნით და კიდევ კანონი იყოს კანონი ყველასთვის. ვირუსმა არ იცის, ვინ ვისი შვილია, ვინ ვისი მრევლია. ამაზე მეტი გამკაცრებით, ამ რეჟიმის დიდხანს გაგრძელებით მომავალი 3 წელი კოლაფსიდან და შიმშილიდან ვერ გამოვალთ! დაიცავით და აღასრულეთ კანონი ყველამ და ყველგან!”

შეგახსენებთ, რომ ვერაზე მდებარე რუსული ეკლესიის მღვდელმსახური დაინფიცირებულია კორონავირუსით. ის წირვაზე იმყოფებოდა ბზობის დღესასწაულზე. სახელმწიფო ჯერჯერობით ვერ ახერხებს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ქვეყანაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამზე მეტი პირის ერთად ყოფნა აკრძალულია, ეს რეგულაცია ეკლესიებშიც აღასრულოს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები