მას შედეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ სამეფო ვალდებულებეზე უარი თქვეს, მედიაში ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ტიტულის გარდა, პრინცი ჰარი უკვე საკუთარ გვარსაც ემშვიდობება. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ პირად დოკუმენტებში ჰარი აღარ იყენებს გვარს, მაუნტბეტენ-უინძორი. გამოცემა The Sun წერს, რომ ტურისტული ავიაკომპანიის საბუთებში, რომელიც ჰარის ეკუთვნის, მისი გვარი აღარ ფიქსირდება.
საინტერესოა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ჰარი მოიხსენიება ასე, პრიცნი ჰარი ჩარლზ ალბერტ დევიდი. მედიაში წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება ჰარიმ დამოუკიდებლად მიიღო.

