“კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სასაფლაოებზე გასვლისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებენ ამ პროცესს”,-ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასაფლაოებთან მისვლის შესაძლებლობის შეზღუდვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“მე მესმის, აღდგომის დღესასწაული ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, მაგრამ პარალელურად ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა, როგორც ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. შესაბამისად, როდესაც ადამიანებს ვთხოვთ, მოვუწოდებთ, დარჩნენ სახლში, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი მშობლების, შვილების, ბებიებისა და ბაბუებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, ვთხოვო ყველას, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სასაფლაოებზე გასვლისგან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებენ ამ პროცესს, ჩვენი მუნიციპალური ინსპექციაც ჩაერთვება პროცესში და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ შევზღუდოთ სასაფლაოებზე გასვლა და გადაადგილება.
ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. დღეს, ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთად დგომა. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ მდგომარეობიდან ერთიანი ძალისხმევით გამოსვლა. მარტო სახელმწიფო ვერაფერს გახდება. ამას ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მხოლოდ. მთავარია, დავრჩეთ სახლში, დავიცვათ დისტანცია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ ურთულესი მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.