ხანძარი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში და დამწვარი ინვენტარი – შსს-მ გამოიება უკვე დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს კი ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია..
შეგახსენებთ, დღეს თბილისში, “მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში” ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინციდენტს დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც გამოეხმაურა. სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პირველ სართულზე გაჩნდა ხანძარი და ეს იმ პირობებში, როდესაც დენი ბიბლიოთეკაში გათიშული იყო და სადენები პრინციპში არ უნდა აალებულიყო.
“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა” ბოლო ხანებში ძალიან აქტიურია ნიღბების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგების კუთხით და ბევრჯერ მოხვდა ახალ ამბებში და რა თქმა უნდა, აღიზიანებს ქვეყნის “მფლობელებს”! იმედია, ეს ინციდენტი კარგად იქნება გამოძიებული, თუ ახლა არა, ამათი შემოდგომაზე მოშორების შემდეგ აუცილებლად დავადგენთ, რა მოხდა ზუსტად“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.