პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი Voulez-Vous მომხმარებელს, 1-დან 10 მარტის ჩათვლით, საგაზაფხულო ფასებს სთავაზობს. ფასდაკლების აქცია 20-დან 40%-ამდეა და ვრცელდება ქსელში წარმოდგენილი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე.
როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადა, ფასდაკლებასთან ერთად, ასევე მოქმედებს ტრადიციული აქცია 1+1 გარკვეულ პროდუქციაზე, ყოველ დახარჯულ 300 ლარზე კი კლიენტი მიიღებს კომპანიისგან საჩუქრად 50-ლარიან ვაუჩერს.
”ამ ყველაფერთან ერთად Voulez-Vous-ში გრძელდება ე.წ ბრენდის დღეებიც. 3 და 4 მარტს Dior-ის დღეებზე გელით. 3 მარტს ვაჟა–ფშაველას #35–ში, ხოლო 4 მარტს ჭავჭავაძის #42–ში მდებარე ფილიალებში თქვენ გელით –25% Dior-ის სრულ ასორტიმენტზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიიღოთ რჩევები Dior-ის სახლის სპეციალისტისგან, საჩუქრები და შეიქმენით სასიამოვნო განწყობა”, – აღნიშნა ნინო ნოდიამ. მისივე თქმით, ყოველ დახარჯულ 200 ლარზე მომხმარებელი მიიღებს ლატარიის 1 ბილეთს, რომლითაც 4 მარტს ჭავჭავაძის #42 მდებარე Voulez-Vous –ში გამართულ საზეიმო საღამოზე ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა Dior–ის სახლის პრიზების გათამაშებაში.
როგორც პარფიუმერული მაღაზიათა ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ამბობს, გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, Voulez-Vous-მ საბავშვო კონკურსიც დაიწყო, სახელწოდები ”საგაზაფხულო ზღაპარი”.
”კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი აქტივობების განხორციელება: 1–31 მარტის ჩათვლით მობრძანდით Voulez-Vous –ს ნებისმიერ ფილიალში, გააკეთეთ შენაძენი (ნებისმიერი პროდუქციის), შემდეგ დაახატინეთ თქვენს პატარა ოჯახის წევრს ნახატი (დედის დღე, 8 მარტი და ა. შ.) , ნახატი ქვითართან ერთად (თანხის გამოჩენა არ არის აუცილებელი) ატვირთეთ Voulez-Vous-ს Facebook-ის გვერდზე ნახატის ავტორის სახელის, გვარის და წლოვანების მითითებით და დააგროვეთ ლაიქები”, – აღნიშნა ნინო ნოდიამ.
მისივე თქმით, გამარჯვებულები ლაიქების რაოდენობით გამოვლინდება და ისინი მიიღებენ შემდეგ პრიზებს:
1 ადგილი – ჰავერ ბორდი
2 ადგილი – სათვალე 3D
3 ადგილი – დრონი
ხოლო პირველი 20 მონაწილე ვინც ატვირთავს ნამუშევრებს Voulez-Vous Facebook-ის გვერდზე მიიღებს საბავშვო ბრენდ Aer-Val-ის პროდუქციას საჩუქრად. კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდება 10 აპრილს. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ 1–31 მარტის ჩათვლით ატვირთული ნამუშევრის ავტორები.