LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 საათში, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვები 139 ადამიანმა დარღვია (ვიდეო)

266
13

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

  • პოლიციამ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 85 მოქალაქე დააჯარიმა.
  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 19 მოქალაქე დააჯარიმდა.
  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე  35 პირი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირის 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

magti 5g