LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც კახეთში და არც სამეგრელოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

346
Coronavirus-6 (2)

ლუგარის ლაბორატორიაში სამეგრელოდან გაგზავნილი 16-ვე ანალიზის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსის შემთხვევა დღეს რეგიონში არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით არც ერთი პაციენტი არ წევს. სამეგრელო-ზემო სვანეთის ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეებში ამ დროითვის 36 პირი იმყოფება. თვითიზოლაციაში კი 174 ადამიანი რჩება.

აჭარაში დღეს კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა: „მედალფაში“ 35 პაციენტი მკურნალობს

COVID-19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა არც კახეთის რეგიონში. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 24 ნიმუშის პასუხი ცნობილია. ტესტმა ყველა მათგანზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯაბნმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში ადასტურებენ. ე.წ. ცხელების ცენტრებსა და საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტებს ანალიზებს დღესაც აუღებენ, რომელთა პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 10 საკარანტინო ზონაში 603, ხოლო თვითიზოლაციაში 23 მოალაქე იმყოფება.რეგიონი მწვანე ზონის სტატუსს ინარჩუნებს. ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g