LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

C ვიტამინს გრიპის ვირუსის პრევენციასთან საერთო არფერი აქვს

593

შვედი მეცნიერების ახალი კვლევა თავდაყირა აყენებს მედიცინაში აქამდე ცნობილ თეორიას, რომლის მიხედვითაც C ვიტამინის დღიური ნორმა გრიპის ვირუსების პროფილაქტიკას ახდენს.  გაირკვა, რომ C ვიტამინის ინტენსიური მიღება მამაკაცებში ხელს უწყობს საშარდე ინფექციების განვითარების რიკს.

ონლაინ-ჟურნალმა JAMA Internal Medicine კვლევა  გამოაქვეყნა, რომელზედ შვედი მეცნიერები 11 წლის მანძილზე მუშაობდნენ. სპეციალისტებმა 23 ათასი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლეს, აქედან 900 დღიურად 1000 მილიგრამ C ვიტამინს იღებდა. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვიტამინის მომხმარებელთა შორის საშარდე გზების ინფექციების განვითარების რისკი 2-ჯერ მაღალი იყო. დასკვნით ნაწილში საუბარია C ვიტამინის, როგორც გრიპის პროფილაქტიკის საშუალებაზე. თუ ძველად მიიჩნეოდა, რომ სეზონურად C ვიტამინის მიღება ვირუსული ინფექციების თავიდან აცილების საუკეთესო გზა იყო, დღეს არც ერთმა სამედიცინო კვლევამ ეს ეფექტი არ დადაასტურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g