ორსული ამალ კლუნი, რომელიც მალე ტყუპების დედა გახდება, აქტიურად აგრძელებს მუშაობას. ერთადერთი, რაც ცნობილმა იურისტმა ორსულობის დროს აკრძალა, გარკვეულ ადგილებში მგზავრობაა.
ამ დღეებში მისის კლუნი ნიუ-იორკს ესტუმრა და გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოვიდა. მან „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებები მკაცრად გააკრიტიკა:
„რატომ არ ვართ დღეს უფრო ახლოს სამართლიანობასთან, ვიდრე ერთი წლის წინ? გთხოვთ, დაიცვათ სამართლიანობა. თითოეული კონფლიქტი გვახსენებს, რომ მის გარეშე სამყარო აღარ არსებობს. მსხვერპლს კი სამართლიანობა სურს“, – განაცხადა ამალმა.
სპეციალურად ამ დღისთვის 39 წლის მომავალი დედა მკვეთრი ყვითელი ფერის პალტოსა და კაბაში გამოეწყო, რომელიც კლასიკური სტილის იყო და რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა.