LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელმა ავტომწარმოებლებმა მუშაობა განაახლეს

87
carfactory news

ლამის ორთვიანი შესვენების შემდეგ ყველაზე დიდი ავტო– კონცერნები ქარხნების ამუშავებას იწყებენ. თუმცა, იმის გამო რომ პანდემია ჯერ–ჯერობით არ დასრულებულა, საწარმოებში უსაფრთხოების წესებს მაქსიმალურად გაამკაცრებენ.

Volkswagen მუშაობას დღეიდან ანახლებს და ერთთვიანი კარანტინის შემდეგ თანამშრომლები ქარხანას დიდი სიხარულით დაუბრუნდნენ. BMW ძრავების წარმოებას 4 მაისიდან გააგრძელებს. პირველი ქარხანა, რომელიც ამუშავდება ბრიტანული იქნება, შემდეგ კი მას ეტაპობრივად გერმანული, ამერიკული და მექსიკური ობიექტები შეუერთდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ იტალია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა, წარმოების განახლებას გეგმავს Fiat Chrysler–იც. ბრენდი საწარმოს მაისში გახსნის. გარდა ამისა, მომავალ თვეს საფრანგეთში Toyota–ს, ხოლო გერმანიაში -Renault–ის ქარხნები ამუშავდება.

ყველა საწარმოში უსაფრთხოების გამკაცრებულ ნორმებს შემოიღებენ. თანამშრომლებს პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ. ეს ეხება როგორც საწარმოს, ასევე მისკენ მიმავალ გზასაც და დისტანციის დაცვა ყველგან მკაცრად გაკონტროლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები