LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხვათა ცხოვრება: 10 ბიოგრაფიული ფილმი

1124
movssnewssss

სხვისი ცხოვრების თვალთვალი უხერხული, მაგრამ ძალიან საინტერეოა მით უფრო სოცილური ქსელის ეპოქაში, როცა ადამიანები საკუთარზე მეტად, სხვისი ცხოვრებით ინტერესდებიან.

,,ფორტუნა” გთავაზობთ 10 ბიოგრაფიული ფილმს:

,,თამაში ჭვავის ყანაში” (Rebel in the Rye) – მე-20 საუკუნის უმსხვილესი ამერიკელი მწერალი ჯერომ სელინჯერი კარჩაკეტილი ცხოვრების წესს მისდევდა და უამრავი უცნაურობა ახასიათებდა, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა გენიოსი მწერლის წარმატებული კარიერის გაცნობა და გაგება როგორ გაჩნდა მისი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი ჰოლდენ კოლფილდი. აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ერთ-ერთი მთავარი როლი ფილმში კევინ სპეისიმ შეასრულა.

,,მშვიდობით კრისტოფერ რობინ! (Goodbye Christopher Robin) – ვინი პუჰის შემქმნელისა და მისი შვილის რეალურ ურთიერთობაზე შექმნილი დრამა ყველა იმ საიდუმლოს ააშკარავებს, რომელიც აქამდე არავინ იცოდა. სენტიმენტალობას მოკლებული ფილმი საიმონ კერტისმა დადგა, მთავარი როლი კი, მარგო რობიმ შეასრულა.

,,ჰიჩკოკი” (Hitchcock) – საკულტო ჰორორის ,,ფსიქოს” შექმნას მიძღვნილი ფილმი ის იშვიათი გამონაკლისი, როცა შედეგი ყველა მოლოდინს აჭარბებს, მით უფრო, რომ მთავარი როლები არაჩვეულებრივ ბაიოპიკში ენტონი ჰოპკინსმა, ჰელენ მირენმა, სკარლეტ იოჰანსონმა და ტონი კოლეტმა შეასრულეს.

,,მისტერ ბენქსის გადარჩენა” (Saving Mr. Banks) – ბიოგრაფიული ფილმი ემა ტომპსონის, ტომ ჰენქსისა და კოლინ ფარელის მონაწილეობით, მაყურებელს პამელა ტრევერსის ცხოვრებასა და ცნობილი პერსონაჟის – მერი პოპინსის შექმნის ისტორიას მოუთხრობს.

,,ჯადოსნური ქვეყანა” (Finding Neverland) – მართალია, გარეგნობით ჯონი დეპი აბსოლუტურად არ ჰგავს საკუთარ პროტოტიპს – პიტერ პენის ავტორს ჯეიმს მეტიუს, მაგრამ სწორედ ხასიათის მსგავსება და საერთო თავისებურებები დაეხმარა მსახიობს ინგლისელი მწერლის ისტორიის მოთხრობაში.

,,მეფის სიტყვა” (The King’s Speech) – ფილმის წარმატება პირველ რიგში ნიჭიერმა რეჟისორმა ტომ ჰუპერმა და არაჩვეულებრივი მსახიობების დასმა განაპირობა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბრიტანეთის მონარქზე შექმნილმა ბაიოპიკმა ,,ოსკარის” ოთხი პრემია და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

,,კაპოტე” (Capote) – რომანი ,,ცივსისხლიანი მკვლელობა” ტრუმენ კაპოტეს შემოქმედების მთავარი ნამუშევარია. სწორედ მისი შექმნის ისტორია მოუთხრო მაყურებელს ბენეტ მილერმა და შეუდარებელმა ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა, რომელმაც ბრწყინვალე თამაშისთვის 2006 წელს ,,ოსკარის” პრემია დაიმსახურა.

,,უკანასკნელი კვირა” (The Last Station) – მართალია, ლევ ტოლსტოიზე შექმნილი ფილმი აბსოლუტურად განსხვავდება რეალური ისტორიისგან, მაგრამ მაინც საინტერესოა უცხოელი რეჟისორის თვალით დანახული რუსი არისტოკრატების ცხოვრება.

,,აირისი” (Iris) – მე-20 საუკუნის უდიდესი მწერლის აირის მერდოკის წარმატებული კარიერა, სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა, რადგან ალცჰეიმერის დაავადაება მწერლისთვის, რომელსაც სიტყვებიც კი ავიწყდებოდა, ბევრად მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი რიგითი ადამიანისთვის. გენიალური ქალბატონი გენიალურმა მსახიობმა ჯუდი დენჩა განასახიერა და კრიტიკოსთა აღფრთოვანებაც დაიმსახურა.

,,ცხოვრება ვარდისფერ ფერში” (La Vie en Rose ) – ედიპ პიაფზე შექმნილმა ფილმმა კიდევ ერთხელ დაამტიკა, რომ წარმატებას თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდა ნებისმიერს მოუწევს. ფილმი ერთგვარ გარდატეხად იქცა მარიონ კოტიარის კარიერაში, რომელმაც სწორედ პიაფის როლით მოიპოვა “ოსკარის” პრემია და მსოფლიო აღიარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g