დედამიწას ასტეროიდი 1998 OR2 უახლოვდება, რომელიც პლანეტას დღეს, 29 აპრილს ჩაუფრენს. მეცნიერები ხუმრობენ, რომ დედამიწაზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ასტეროიდს პირბადე ეკეთება.
საუბარია 1998 წელს აღმოჩენილ ასტეროიდზე, რომელსაც NASA-ს მეცნიერები უკვე 20 წელია აკვირდებიან. ასტეროიდი პოტენციურად სახიფათოდ ითვლება, რადგან იგი პერიოდულად უახლოვდება დედამიწის ორბიტას, თუმცა ამჯერად იგი ჩვენს პლანეტას უსაფრთხო, 6.2 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუვლის. ასტეროიდის დიამეტრის 1,5 კილომეტრია.
მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი მოახლოება საშიში არ არის, ასტეროიდი პოტენციურად სახიფათოთა სიაში რჩება, რადგან მეცნიერების თქმით, 1998 OR2-ის შემდეგი შეხვედრა დედამიწასთან უფრო ახლო მანძილზე მოხდება. იგი ჩვენს პლანეტას 2079 წელს სამჯერ უფრო ახლო მანძილზე “ესტუმრება”.
ასტრონავტების თქმით, სწორედ ამიტომ, საჭიროა დედამიწასთან ახლოს მდებარე ციურ სხეულებზე მუდმივი დაკვირვება და მათი მოძრაობის ტრაექტორიის მოდელირება, რათა შესაძლო საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული.
Astroid in the Earth’s neighborhood? ??
The @NAICobservatory in Puerto Rico is following an asteroid approaching Earth this week and while it poses no threat, it appears to know our planet is facing a pandemic ?https://t.co/pF7FbT3NCU
— UCF (@UCF) April 24, 2020