ქსელში გამოჩნდა ვიდეო, სადაც ყველაზე პოპულარული ამერიკული კროსოვერის ისტორია ერთ წუთიან ვიდეოშია ასახული.
Ford Bronco–ს პირველი თაობა კონვეიერიდან 1965 წელს ჩამოვიდა. კომპაქტური ყველგანმავალი საზოგადოებამ ძალიან თბილად მიიღო და იმ დროისთვის ძალიან პოპულარული Jeep CJ-5–ის მთავარ კონკურენტადაც აქცია. Bronco–ს სხვადასხვა დროს 2,8 ლიტრის ექვს–ცილინდრიანი ძრავი, ასევე აგრეგატი V8 – 4,7 და 4,9 ლიტრის მოცულობის ვარიაციებით ქონდა. კროსოვერი ხან მექანიკური ხანაც კი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. ყველგანმავალი სხვადასხვა ვიზუალით – ძარიანი პიკაპის, ასევე მთლიანად ღია ვერსიის სახითაც იყიდებოდა.
Bronco–ს მეორე ვერსია, რომელიც მომავალი მოდელების სახედ ითვლება – 1978 წელს გაჩნდა. ყველგანმავალი მოცულობაში გაიზარდა, კაპოტის ქვეშ კი V8, 6,6 ლიტრის მოცულობის ძრავი გაუჩნდა. შემდეგმა კროსოვერებმა ამ ვერსიის საუკეთესო მახასიათებლები აიღეს.
Ford Bronco–ს ახალი მოდელის პრემიერა მარტის ბოლოსთვის იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ მწარმოებლის გეგმები შეცვალა და პრეზენტაციაც გაურკვეველი დროით გადაიდო.