პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად, მოლაპარაკებების გასამართად, სახლის დიზაინის შესაცვლელად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად, შეწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად, პოზიტიურია დღეა ასევე მეგობრული კონტაქტების განახლებისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისთვისა და ნებისმიერი სახის საყიდლებისთვის. მოერიდეთ დღეს საკვებ რაციონში თხილის, თაფლის და სხვა ალერგიის გამომწვევი პროდუქტების შეტანას.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება თირკმელები, კანი, ყელის არე და ენდოკრინული სისტემა, ოპერაციებს ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, ნუ გაიკეთებთ.
დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი, ნაცრისფერი და მწვანე. მინერალებიდან გამოიყენეთ ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, აქვამარინი და ციტრონი.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომთათვის, სასწორთათვის, მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, რთული დღეა კუროს, კირჩხიბისა და თევზებისთვის.
