LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტის გამოსავლენად კვლევაში მონაწილეობას მიიღებს

105
unnamed (26)

საქართველო კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთვება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კვლევის ორგანიზატორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა და სხვა სახელმწიფოებთან ერთად პროცესში მონაწილეობა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას შესთავაზეს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კვლევაში ჩაეშვება 4 სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის არის “რემდესევირი” და “პლაქველინი”. მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ კვლევაში 7 კლინიკა ჩაერთვება. კვლევის დაწყების თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ცერცვაძის განცხადებით პროცესი უახლოეს პერიოდში აიღებს სტარტს.

„იწყება ძალიან სერიოზული კვლევა. ასეთი კვლევა ბევრი ტარდებოდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია მსოფლიო მასშტაბით. 4 სხვადასხვა მედიკამენტი იქნება ერთმანეთში შედარებული, თან ოთხივე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მესვეურებმა წარსული გამოცდილების საფუძველზე აარჩიეს. რა აზრი იქნებოდა ამ ოთხში ჩაერთოთ მედიკამენტი, რომლისგანაც აპრიორი არ ელიან შედეგს? ეს არის: რემდესევირი, რომელიც დღეს ფავორიტია და ბოლომდე არავინ იცის გაამართლებს თუ არა ამ ფავორიტობას; მეორე არისპლაქვენილი, რომელიც იყო ფავორიტი, შემდეგ განიცადა გარკვეული დისკრედიტაცია, მაგრამ სხვებზე უკეთესად მაინც რჩება; შემდეგ არის „ლოპინავირი-რიტონავირი და ლოპინავირ-რიტონავირი პლუს „რინტეფეროლი“. ამ 4 სხვადახვა მედიკამენტის კომბინაციის შედარება მოხდება. წვდომა ექმნება ყველა პაციენტს. საქართველოში არავითარი შეზღუდვა არ იქნება, 7 კლინიკაა ჩართული და უმაღლესი დიზაინით ჩატარდება ეს კვლევა. როდესაც ასეთ კვლევაში მონაწილეობ, ეს ძალიან ბევრი გაგებით ნიშნავს, რომ ხარ ამ პროცესის ავანგარდში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები