დღეიდან, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე www.eAuction.ge და მაღაზია „კალათაში“ სარეალიზაციოდ ხეხილისა (ვაშლი, მსხალი, ბალი) და ვაზის საძირე ნერგები იქნება წარმოდგენილი.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ნერგები წარმოადგენს საუკეთესო თანამედროვე ჯიშებს, ფიტოსანიტარულად სუფთა, უვირუსო ნამყენებს, რომლებიც გამოირჩევიან კომპაქტური ზრდით, მსხმოიარობის ადრეული დაწყებითა და მაღალპროდუქტიულობით.
„ამჟამად, სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შემდეგი ჯიშის ნერგები:
ვაშლი – აიდარედი, კეხურა, ფლორინა, როიალ გალა, ზამთრის ბანანი, ბრაბერნი, რაიკა, სევე, აჩაბეთურა; ვაშლის საძირე ნერგი (M9): გოლდენ დელიშესი “რეინდერსი”, გრანი სმიტი, პინოვა, გალა ვენერა; მსხალი – კარმენი, აბატი ფეტელი, კონკორდი. ბალი – კოლტი-კორდია.
ვაზის საძირე ნერგი – 101-14mgt – ბერლანდიერი რუპესტრი, so4 კლ 47 ბერლანდიერი რიპარია, 5ბბ ბერლანდიერი რიპარია, so4 კლ 762 ბერლანდიერი რიპარია, richter100- ბერლანდიერი რუპესტრი, 420 A ბერლანდიერი რიპარია, 5 C ბერლანდიერი რიპარია”, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ნერგების ღირებულება მერყეობს 1 ცალი – 0.75 ლარიდან – 4 ლარამდე, ხოლო შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე www.eAuction.ge და მაღაზიაში ,,კალათა“.