LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომერციული ბანკების აქტივები 0.9 მლრდ ლარით შემცირდა

51

2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13  – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლრდ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით შემცირდა და 29.3  მლრდ ლარი შეადგინა. თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტით შემცირდა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g